იუვენტუსს კამბიაზოს შემცვლელი შერჩეული ჰყავს
ანდრეა კამბიაზოს იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება და ტურინულ გრანდს მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, კამბაიზოს გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსი ტოტენჰემის მარჯვენა მცველის ჯედ სპენსის გაფორმებას გეგმავს.
25 წლის ფეხბურთელს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, მისი გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 25-30 მილიონი დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
