უტრეხტის მარცხენა მცველი იუვენტუსის სიაში
იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ფლანგების გაძლიერება იქნება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მარცხენა მცველის პოზიციაზე უტრეხტის ფეხბურთელის სუფიან ელ კარუანის ტრანსფერს განიხილავს.
25 წლის მოროკოელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მისი უფასოდ გაფორმება იქნება შესაძლებელი. მის აქტივში მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
