იუვე უდოჯის ტრანსფერში დი გრეგორიოს ჩართვას გეგმავს
იუვენტუსი ზაფხულში ტოტენჰემის მარცხენა მცველის დესტინი უდოჯის გაფორმებას ეცდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, 23 წლის იტალიელი ფეხბურთელის ტურინული გრანდის რიგებში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურვილია.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ტოტენჰემს იტალიელის სანაცვლოდ მიკელე დი გრეგორიო შესთავაზოს. ლონდონელები გილერმო ვიკარიოს შემცვლელის ძიებაში არიან და დი გრეგორიო მათი ერთ-ერთი სამიზნეა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
