კიმ მინ-ჯე დაცვაში იუვენტუსის პრიორიტეტია
Tuttosport-ის ინფორმაციით, დაცვის ცენტრალური ზონის გასაძლიერებლად ზაფხულში იუვენტუსის პრიორიტეტი ბაიერნის კიმ მინ-ჯე იქნება.
წყაროს ცნობით, კორეელი ფეხბურთელის ტურინში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
კიმი გერმანიაში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და მისი გაფორმება სეზონის ბოლოს 30-35 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
