TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩსა და იუვენტუსს შორის ახლა კონტრაქტზე მოლაპარაკებები აღარ იგეგმება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და სერბ ფორვარდს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება, რადგან შეთავაზებულ და მოთხოვნილ ხელფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩმა ალ-ნასრის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ის სეზონში 20 მილიონს მიიღებდა, უარით გაისტუმრა, რადგან კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სურს.

error: დაცული კონტენტი !