ლუისი იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს
ნიკოლო სკირას ცნობით, დუგლას ლუისი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, პრემიერ ლიგიდან არსებული ინტერესის მიუხედავად, ბრაზილიელს იუვენტუსში დარჩენა და გუნდში თავის დამკვიდრება სურს.
სკირას თქმით, ლუისს სეზონის მეორე ნახევარში მეტი სათამაშო დროის მიღებისა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბების იმედი აქვს.