TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს დანსოს გამოსყიდვა შეეძლება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ლენსს შორის კევინ დანსოს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო დეტალები თანხმდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს გადაიხდის და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.

დანსოს გაფორმებას არაერთი გუნდი ცდილობდა, თუმცა გადამწყვეტი როლი თავად ფეხბურთელის პოზიციამ ითამაშა, ვისაც კარიერის გაგრძელება იუვენტუსის რიგებში სურს.

error: დაცული კონტენტი !