იუვენტუსი გონსალესის თაობაზე დათმობაზე არ მიდის
იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ნიკო გონსალესის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
Tuttomercato-ს ცნობით, ესპანელებს არგენტინელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 25 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა არ სურთ, იუვენტუსი კი თავის მხრივ მის გაყიდვას 28 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.
ლუჩიანო სპალეტი ნიკო გონსალესს უკვე ესაუბრა, იტალიელი სპეციალისტი არგენტინელის გუნდში დაბრუნებისა და მარჯვენა ფლანგზე ნიკო-შიკოს კონკურენციის ხილვის წინააღმდეგი არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
