TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტონი:“ იუვენტუსმა ვლაჰოვიჩი უნდა შეინარჩუნოს“

ლუკა ტონიმ იუვენტუსს დუშან ვლაჰოვიჩთან საერთო ენის გამონახვა და მისი შენარჩუნება ურჩია.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის შესანარჩნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. დუშანის უფასოდ დაკარგვა ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა, მისი ჩანაცვლება მარტივი არ იქნება, ამისთვის ტოპ დონის ტრანსფერია საჭირო და ვფიქრობ, იუვენტუსს ახლა ასეთი ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლია.

„დუშანი ძალიან კარგი ფორვარდია, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და განვითარება შეუძლია, ვლაჰოვიჩი მეტოქე გუნდის საჯარიმოში ძალიან სახიფათო ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში ხიფათის შექმნა შეუძლია.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).