TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის დარჩენა სორლოთის ტრანსფერს არ გამორიცხავს

იტალიური წყაროების ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში შესაძლო დარჩენა ტურინულ გრანდში ალექსანდერ სორლოთის გადასვლას არ გამორიცხავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს მომდევნო სეზონისთვის შეტევის ხაზის გადახალისება სურს და ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე კონკურენციის გასაძლიერებლად ლუჩიანო სპალეტის როგორც ვლაჰოვიჩის შენარჩუნება, ასევე სორლოთის გაფორმება უნდა.

წყაროს ცნობით, სპალეტის პრიორიტეტად კვლავ ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაა, თუმცა სერბის დარჩენა შემდგომში ატლეტიკოსთან სორლოთის თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას არ გამორიცხავს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).