TuttoJuve

Juve per sempre sarà

კარნევალი ვლაჰოვიჩის აგენტს მომდევნო დღეებში შეხვდება

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის აგენტთან შეხვედრას მიმდინარე კვირის ბოლომდე გამართავს.

ჯოვანი კარნევალი სერბთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს და მის შენარჩუნებას ეცდება.

იუვენტუსი მზად არის, სერბს არა 2, არამედ 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და გასამრჯელოს სახით ბონუსების ჩათვლით 8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სერბი ფეხბურთელის აგენტმა კლიენტის სამსახური გერმანულ, ინგლისურ და ესპანურ გუნდებს შესთავაზა, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გადახდას არც ერთი მათგანი არ აპირებს, რაც დუშანის იუვენტუსში დარჩენის შანსს ზრდის.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).