TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კამბიაზოს შემცვლელის ძიება დაიწყო

ანდრეა კამბიაზოს მიმართ არსებული დიდი ინტერესის ფონზე, იუვენტუსმა იტალიელი ფეხბურთელის შემცვლელის ძებნა დაიწყო.

ანდრეას მიმართ ინტერესს ჩელსი, ბარსელონა და სხვა გუნდები იჩენენ, იუვენტუსი მზად არის, ის 40-45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი კამბიაზოს ჩანაცვლებას ჯედ სპენსის, ემერსონ პალმიერისა და მატეო რუჯერის კანდიდატურებით განიხილავს, თუმცა ეს სია მომდევნო კვირებში კიდევ უფრო გაიზრდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).