სპალეტისა და გონსალესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ნიკო გონსალესის თაობაზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება და არგენტინელი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტიმ ნიკო გონსალესს პირადად დაურეკა და აცნობა, რომ თუ ის იუვენტუსში დაბრუნდება, არგენტინელი ფეხბურთელი სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი გონსალესის თაობაზე დათმობაზე არ წავა და თუ ატლეტიკო მოთხოვნილ 27-28 მილიონს არ გადაიხდის, ნიკო ტურინულ გრანდს დაუბრუნდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
