ტურამი პსჟ-ში გადასვლის წინააღმდეგი არ არის
ცნობილი ჟურნალისტის ეკრემ კონურის ინფორმაციით, პსჟ-სა და იუვენტუსს შორის ხეფრენ ტურამის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნების და კარიერის პარიზულ გუნდში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.
კონურის ინფორმაციით, იუვენტუსი ფრანგის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს, მუშაობა რანდალ კოლო მუანის ტრანსფერისგან განცალკევებით მიმდინარეობს და ფეხბურთელების ბარტერი არ განიხილება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
