იუვენტუსის გაუმჯობესებული წინადადება ასტონ ვილას…
იუვენტუსი და ასტონ ვილა დიბუ მარტინესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდი ინგლისელებს გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს და ტრანსფერის უახლოეს დღეებში დახურვის იმედი აქვს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, შეთავაზება 7-8 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება, რაც ასტონ ვილას მიერ მოთხოვნილ 10 მილიონამდე ახლოს არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
