სვილარის იუვენტუსში ტრანსფერი გამორიცხულია
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი მილე სვილარის მიმართ არსებობს, მაგრამ მისი ტურინულ გრანდში ტრანსფერი ფაქტობრივად გამორიცხულია.
წყაროს ცნობით, რომა 26 წლის ფეხბუთელის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის გაყიდვას მხოლოდ 55-60 მილიონ ევროდ გეგმავს.
იუვენტუსი თავის მხრივ მეკარეში ასეთი თანხის დახაჯრვას არ აპირებს, ამიტომ სვილარის ბიანკონერის რიგებში ტრანსფერი გამორიცხულია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
