TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლი ლობოტკას იუვენტუსში გაშვებაზე უარს ამბობს

ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად სტანისლავ ლობოტკაა, თუმცა მისი ტურინული გრანდის რიგებში ხილვა რთლად წარმოსადგენია.

Tuttosport-ის ცნობით, თავად სლოვაკი ფეხბურთელი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ ნაპოლი კონკურენტის გაძლიერებას არ აპირებს, ამიტომ ლობოტკას შენარჩუნებას, ან მის იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვას გეგმავს.

იუვენტუსი 31 წლის ფეხბურთელის სიტუაციას დააკვირდება, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი ტურინში ხილვა ფაქტობრივად გამორიცხულია.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).

0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Oldest
Newest Most Voted
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x