რომა და ნაპოლი გატისთვის იბრძოლებენ
იტალიური გამოცემა Il Roma-ს ინფორმაციით, რომა და ნაპოლი იუვენტუსის მცველის ფედერიკო გატის ტრანსფერით ინტერესდებიან.
წყაროს ცნობით, ორივე გუნდმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მომდევნო დღეებში იუვენტუსთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.
გატი ტურინული გრანდისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არის და მის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
