იუვენტუსს გატი-კაბალის ჩანაცვლება ლუკუმი-მუჰარემოვიჩის დუეტით სურს
იუვენტუსი დაცვაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს და ჯოვანი კარნევალის ტურინული გრანდის რიგებში ტარიკ მუჰარემოვიჩისა და ჯონ ლუკუმის ხილვა სურს.
მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსი პირველ რიგში ფედერიკო გატისა და ხუან კაბალის გაყიდვას, მათ სანაცვლოდ მიღებული თანხით კი მუჰარემოვიჩი-ლუკუმის დუეტის გაფორმებას გეგმავს.
ტურინულ გრანდს ორივე ფეხბურთელის თანხმობა უკვე მიღებული აქვს, იუვენტუსს მათი გაფორმება დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
