იტალიის სპორტის მინისტრმა დელ პიეროს FIGC-ს შესაძლო პრეზიდენტობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
იტალიის სპორტის მინისტრმა ანდრეა აბოდიმ ალექს დელ პიეროს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შესაძლო პრეზიდენტობის შესახებ ისაუბრა.
„დელ პიერო ფედერაციის პრეზიდენტად ? ალექსი დიდებული ადამიანი და პროფესიონალია, ვისაც ფეხბურთი შესანიშნავად ესმის, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს და ჯდებოდეს მექანიზმებში, რომელთა შეცვლა და უგუნებელყოფა შეუძლებელია.“
იტალიური წყაროების ცნობით, დელ პიეროს გუნდების უმეტესობის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა ჯერჯერობით თავად ალექსის პოზიცია უცნობია.