იუვე ზირკზეეს თაობაზე პირველ წინადადებას ამზადებს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეეს ტრანსფერის თაობაზე პირველ წინადადებას ამზადებს.
Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერი იანვარში ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში 30-35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
მანჩესტერი თავის მხრივ ფეხბურთელის საბოლოოდ გასხვისებას ეცდება, თუმცა ამ მომენტისთვის ზირკზეეს სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას არც ერთი გუნდი არ აპირებს.