მარკიზიო:“ კოპმეინერსს ერთი ნაპერწკალი სჭირდება, ის დიდებული ფეხბურთელია“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„არიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ გუნდთან ადაპტაციას უმოკლეს დროში გადიან, სხვებს კი ამისთვის ოდნავ მეტი დრო სჭირდებათ. კოპმეინერსს სეზონის სტარტიდან მოყოლებული პოზიტიური და ნეგატიური მატჩები ჰქონდა, ტრავმამ კი სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, მაგრამ მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
„ტეუნს ერთი ნაპერწკალი სჭირდება და ის ძველ ფორმას დაუბრუნდება. შესაძლოა, დღევანდელ მატჩში გოლი სწორედ საჭირო ბიძგი გამოდგეს.“