TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სკანავინო:“ იუვენტუსი უნდა იყოს გუნდი, რომელიც ტრანსფერებზე ყველაზე მეტს ხარჯავს“

იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ სამომავლოდ ტურინული გრანდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

„ჩვენ გუნდი საკმაოდ რთულ სიტუაციაში დაგვხვდა, ხელფასები და ამორტიზაციის ხარჯები ძალიან დიდი იყო, თუმცა ჩვენ ხარჯების შემცირება და ფინანსების სტაბილიზაცია შევძელით.

„იუვენტუსი უნდა იყოს გუნდი, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში სატრანსფერო ფანჯრაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს.

„ჯუნტოლი და მოტა დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ იუვენტუსმა კონკურენტებთან ჩამორჩენა აღმოფხვრან და გუნდი ჩვეულ დონეს დაუბრუნდეს.“