TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი ახალ კონტრაქტს წლის ბოლომდე გააფორმებს

ფედერიკო გატი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს მიმდინარე წლის ბოლომდე მოაწერს ხელს.

ნიკოლო სკირას ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი იტალიელის აგენტს მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ შეხვდება და მხარეები ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებენ.

გატი ტურინულ გრანდში 2029 წლამდე დარჩება, მისი გასამრჯელო 1.4-დან 2.4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

error: დაცული კონტენტი !