იუვე კოლო მუანის თაობაზე ახალ წინადადებას ამზადებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში პსჟ-ს რანდალ კოლო მუანის თაობაზე ახალი წინადადებით მიმართავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა კოლოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ფრანგის წლიური გასამრჯელო 5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება, ახლა ტურინელები საერთო ენის გამონახვას პსჟ-სთან ცდილობენ.
იუვენტუსი კოლოს 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ფრანგები ამ ფორმულის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მხარეები ჯერჯერობით კოლოს ფასზე ვერ თანხმდებიან.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
