ლუისი როგორც ბროზოვიჩი და ანგისა: სპალეტი ბრაზილიელის შენარჩუნებას გეგმავს
Tuttosport-ის ინფორმაციით, დუგლას ლუისის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი დარწმუნბულია, რომ ბრაზილიელს იუვენტუსში იმავე როლის შესრულება შეუძლია, რომელსაც სპალეტის გუნდებში ჯერ ბროზოვიჩი, შემდეგ კი ანგისა თამაშობდნენ.
ლუისი იუვენტუსს ჯერ პრე-სეზონის პერიოდში, შემდეგ კი საზაფხულო ტურნეს დროს შეუერთდება და ლუჩიანო სპალეტი საბოლოოდ გადაწყვეტს, ღირს თუ არა ბრაზილიელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
