პსჟ მოტას გადაბირებას ცდილობს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, პსჟ ლუის ენრიკეს შემცვლელის ძიებას შეუდგა და ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გადაბირებას ცდილობს.
წყაროს ინფორმაციით, მოტას პირადად პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაურეკა და მისი დარწმუნება სცადა, თუმცა იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტისგან კატეგორიული უარი მიიღო.
მომბლანოს ცნობით, მოტას იუვენტუსში დიდი ხნით დარჩენა უნდა და თუ მისი გაშვება თავად გუნდმა არ გადაწყვიტა, ის სხვა წინადადებების განხილვას არ აპირებს.