TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰანცკოს იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია…

გავლენიანი ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, დავიდ ჰანცკოს იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, ერთადერთი კითხვა არის ის, თუ როდის შეუერთდება ის ტურინული გრანდის რიგებს.

გამოცემის ცნობით, ბიანკონერი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში ეცდება, თუმცა თუ ზამთარში იუვენტუსმა ამისთვის საჭირო ფინანსები ვერ გამონახა, ჯუნტოლი ჰანცკოს გაფორმებას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებისთვის სპეციალური სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.

იუვენტუსსა და ჰანცკოს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია (იხილეთ აქ), რაც ტურინელებს საქმეს საგრძნობლად უმარტივებს.