ნაპოლიმ მსურველებს ოსიმენის ფასი შეუთვალა
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს.
ნიგერიელი შემტევი პარტენოპეის გეგმებში არ შედის, ის იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს, თუმცა თურქებს მოთხოვნილი თანხის გადახდა გაუჭირდებათ, ამიტომ ის ზაფხულში ნაპოლის რიგებს დაუბრუნდება და პარტენოპეი ფეხბურთელის გაყიდვას ეცდება.
Il Mattino-ს ცნობით, ნაპოლის პრიორიტეტი ოსიმენის იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვა იქნება, რადგან აურელიო დე ლაურენტისს კონკურენტების გაძლიერება არ სურს, თუმცა თუ ოსიმენს მსურველები არ გამოუჩნდა, ნაპოლი მისი სერია ა-ს რომელიმე გრანდში გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება.