იუვენტუსსა და მუჰარემოვიჩის აგენტს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ტარიკ მუჰარემოვიჩის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ჯოვანი კარნევალი დარწმუნებულია, რომ ბოსნიელი მცველის დაბრუნება როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით მომგებიანი იქნება, ამიტომ იუვენტუსი მის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას და ბოსნიელის 50-პროცენტიანი ფასდაკლებით დაბრუნებას გეგმავს.
ტურინულ გრანდს მუჰარემოვიჩის ტრანსფერი დაახლოებით 13-14 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
