TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამის მსურველებს ტოტენჰემიც შეუერთდა

ბრიტანული გამოცემა SportsView-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა ინგლისურმა გუნდმა დააფიქსირა.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის მსურველთა სიას ამჯერად ტოტენჰემი შეუერთდა.

გამოცემის ინფორმაციით, ტურამის ტოტენჰემში ხილვა პირადად რობერტო დე ძერბის სურს და ლონდონელებს მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათ, მაგრამ თავად ტურამის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა და გუნდის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მის გაფორმებას რომელიმე ინგლისური გრანდი ეცდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).

0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Oldest
Newest Most Voted
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x