TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარდელი:“ იუვენტუსს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ Rai Studio-სთან ბიანკონერის შესახებ ისაუბრა.

„იუვენტუსს სეზონის კარგი სტარტი აქვს, მაგრამ ეს ტიაგო მოტას გუნდის მაქსიმუმი არ არის, მათ განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ.

„ახალწვეულები ჯერჯერობით თავიანთი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას ვერ ახერხებენ. კონსეისაუ და კოპმეინერსი აუცილებლად მოუმატებენ, დუგლას ლუისი კი ადაპტაციას გაივლის და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.

„არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდს ტრავმების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა, რამაც შედეგებზე გარკვეული გავლენა იქონია, თუმცა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მე უფრო ძლიერ იუვენტუსს ველოდები.“

error: დაცული კონტენტი !