TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტაკურტა:“ იუვენტუსი თამაშიდან თამაშამდე უმატებს“

ლეგენდარულმა ბილი კოსტაკურტამ Sky Sport-თან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.

„ინტერთან მატჩის შემდეგ იუვენტუსმა საგრძნობლად მოუმატა. გუნდი უფრო გაბედულ, ვერტიკალურ, მაღალი ინტენსიობის ფეხბურთს თამაშობს, ქმნის შანსებს, დაცვაში კი კვლავ ძალიან სოლიდურია.

„კონსეისაუ და ილდისი ბევრ დრიბლინგს გვთავაზობენ და მეტოქეზე წასვლა არ აშინებთ. იუვენტუსი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და დარწმუნებული ვარ, მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ.“