მოურინიოს ფენერში მაკკენის ხილვა სურს
ჟოზე მოურინიოს ფენერბაჰჩე იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttosport-ის ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელის გუნდში ხილვა პირადად პორტუგალიელ სპეციალისტს სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მაკკენი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერი მის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 20 მილიონ ევროდ გეგმავს.