ვენეცია კავილიას ტრანსფერზე მუშაობს
სერია ა-ში დაბრუნებული ვენეცია იუვენტუსის ფეხბურთელის ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერით ინტერესდება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვენეციას ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმება უნდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ტურინულ გრანდს მომავალში ფეხბურთელის დაბრუნება შეეძლება.
წყაროს ცნობით, კავილიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ტიაგო მოტა მიიღებს, ის ახალგაზრდა ფეხბურთელს ვარჯიშებზე დააკვირდება და მისი ბედი ამის შემდეგ გადაწყდება.