იუვენტუსმა გატის სანაცვლოდ მიღებული წინადადებები უარით გაისტუმრა
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსმა ინგლისიდან ფედერიკო გატის სანაცვლოდ მიღებული წინადადებები უარით გაისტუმრა.
წყაროს ცნობით, ტიაგო მოტა იტალიელი მცველის უნივერსალურობას, ასევე მისი ლიდერის თვისებებს ძვირად აფასებს, ამიტომ მისი გაყიდვა ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის.
პედულას თქმით, ამ მომენტისთვის გატის გაყიდვა არ განიხილება და გუნდის პოზიციის შესაცვლელად მნიშვნელოვანი წინადადება იქნება საჭირო.