FIGC ნაკრებში მოტას მიყვანას განიხილავს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს კანდიდატურის დაბლოკვის შემდეგ ქაოსი გრძელდება.
პირლო პაოლო მალდინისა და ლეონარდოს ფავორიტი კანდიდატი იყო, თუმცა პოლიტიკური ასპექტების გამო იტალიის სპორტის მინისტრმა ანდრეას კანდიდატურა დაბლოკა, რითიც მალდინისა და ფედერაციას შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, თუ მალდინი ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე დარჩა, მისი ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებში იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი ტაიგო მოტა იქნება.
იტალო-ბრაზილიელ სპეციალისტს იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს და მისი იტალიის ნაკრებში მისვლა ტურინულ გრანდს დაახლოებით 5-6 მილიონს დაუზოგავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
