TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ მნიშვნელოვანი ქულა, მაგრამ ჩვენი მიზანი ნებისმიერ მატჩში გამარჯვებაა“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. თამაშის დინამიკა მილანთან მატჩს ჰგავდა, ვიყავით დაბალანსებულები, ვცდილობდით კონტრ-შეტევების მაქსიმალურად გამოყენებას, მეტოქეს კი ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით. საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ჩვენ კვალიფიკაციისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.

„კოპმეიენრსი ? მას თამაშის გამორჩეული ხედვა აქვს, კოპმეინერსს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, ის 100 პროცენტით მზად არ იყო და ტეუნის შეცვლა არაერთხელ ვიფიქრე, თუმცა მისი მოედანზე ყოფნა საჭირო იყო.

„გუნდის მიზნები ? ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების გათვალისწინებით, იუვენტუსის მიზანი ყველა მატჩში გამარჯვებაა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ 3 შეხვედრა დაგვრჩა, ჩვენ თითოეულ მათგანში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და თითოეული ქულისთვის ვიბრძოლოთ, ახლა საბოლოო მიზნებზე ფიქრის დრო არ არის.“