TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტიაგო მოტას იუვენტუსის კიდევ ერთი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე…

ასტონ ვილასთან მატჩში იუვენტუსის ფეხბურთელების საშუალო ასაკი 24 წელი და 142 დღე გახლდათ, რაც იტალიურ გუნდებს შორის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამის გარდა, მიმდინარე სეზონში იუვენტუსმა ყველა ტურნირზე კარის მშრალად შენახვა 11-ჯერ შეძლო, რაც ინტერთან და ბაიერნთან ერთად ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

ბიანკონერის ჩემპიონთა ლიგის 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა და საუკეთესო 8 გუნდს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე პლეი-ოფის გარეშე გავლენ, მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.