კონსეისაუ:“ ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ფრანცისკუ კონსეისაუმ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. მომდევნო შეხვედრებში გამარჯვებისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.
„მარტინესი ? მან დიდებული სეივი განახორციელა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. სამწუხაროა, რომ გოლამდე სულ რამდენიმე მილიმეტრი დაგვაკლდა.
„იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში გუნდისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ და გოლს გავიტან. ვიცით, რომ გზის გასაგრძელებლად გამარჯვება და ქულების მოპოვება გვჭირდება, ამისთვის თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვიბრძოლებთ.“