იუვენტუსი ჟეგროვას აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება
იუვენტუსსა და ედონ ჟეგორვას აგენტს შორის კონტინასაზე შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება და მხარეები ედონის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
Tuttomercato-ს ცნობით, კოსოვოელ ფეხბურთელს ტურინში დარჩენა და ლუჩიანო სპალეტის გუნდში თავის დამკვიდრება სურს, თუმცა იტალიელ სპეციალისტს სხვა მახასიათებლების გარემარბის გაფორმება უნდა და მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ჟეგროვას ძალით გაშვებას არ აპირებს, თუმცა თუ რომელიმე გუნდი შესაბამის წინადადებას გააკეთებს, ტურინული გრანდი მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
