კაპელო:“ იუვენტუსს კარგი კალენდარი აქვს, მათგან ძლიერ სტარტს ველოდები“
ფაბიო კაპელო სერია ა-ს მომდევნო სეზონის კალენდარს (იხილეთ აქ) გამოეხმაურა და იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„მატჩი იუვენტუსსა და ინტერს შორის 36-ე ტურში ? იმედი მაქვს, იმ დროისთვის ტიტულისთვის ბრძოლა დასრულებული არ იქნება, რაც ამ ისედაც გამორჩეულ მატჩს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.
„იუვენტუსს სეზონის სტარტზე კარგი კალენდარი აქვს, გუნდმა სეზონი სწორი მენტალიტეტით და მიდგომით უნდა დაიწყოს, რაც იუვენტუსისთვის მხოლოდ ტიტულისთვის ბრძოლაა. არ მინდა იმ ზღაპრების მოსმენა დიდი გუნდებისგან, რომ მათი მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, ეს იუვენტუსს არ ეკადრება.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
