TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ იუვენტუსში მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს, ეს გუნდის მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია“

ტორინოსთან მატჩის წინა პრეს-კონფერენციის შემდეგ (იხილეთ აქ), ტიაგო მოტამ Sky Sport-თან ისაუბრა.

„ლილთან მატჩი ? ახლა ჩვენ წინა მატჩებზე ფიქრის დრო არ გვაქვს, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ხვლაინდელ დაპირისპირებაზე, მოედანზე უნდა გავიდეთ მაქსიმალური მოტივაციით და სასურველი შედეგის მოსაპოვებლად 200 პროცენტით დავიხარჯოთ.

„შეიცვალა თუ არა შეტევაში ჩემი მიდგომა გასულ სეზონთან შედარებით ? არა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ორგანიზებულიად და კოლექტიურად, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

„ლილთან მატჩის შედეგი ? ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ეს გუნდის ისტორიასა და მენტალიტეტშია, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და ვფიქრობ, ლილის წინააღმდეგ ეს დავიმსახურეთ, თუმცა ეს მატჩი წარსულია და ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჩვენ ბევრი ცვლილება არ გვექნება.“

error: დაცული კონტენტი !