მარკეტი:“ რასპადორი იუვენტუსისთვის იდეალური კანდიდატია“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მარკეტის ცნობით, იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ლუკა მარკეტის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
„რასპადორი სატრანსფერო ფანჯარაზეა და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ნაპოლი მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
„ამ მომენტისთვის ჯაკომოსთვის იდეალური გუნდი იუვენტუსია, კრისტიანო ჯუნტოლი ფეხბურთელს კარგად იცნობს, ის ტიაგო მოტას გუნდში არკადიუშ მილიკის შეცვლის იდეალური კანდიდატი იქნება, რადგან იუვენტუსის ახალ პროექტს ძალიან კარგად ერგება.“
იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლი რასპადორის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.