იუვე კონსეისაუს ტრანსფერში ჯალოს გამოყენებას ეცდება
პორტუში რთული სტარტის შემდეგ, ტიაგუ ჯალომ ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და დიდია ალბთობა, პორტუგალიელებმა 24 წლის მცველის შენარჩუნება სცადონ.
ჯალო პორტუს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობის გარეშე, თუმცა SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის გამოყენებას ფრანცისკუ კონსეისაუს ტრანსფერში ეცდება.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს იმედი აქვს, რომ ჯალოს ტრანსფერში ჩართვით კონსეისაუს გამოსყიდვას არა 30, არამედ 18-19 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლებს.