მოტა:“ იმედი მაქვს, იუვენტუსში დიდი ხანი დავრჩები“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ტორინოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, გუნდი ვარჯიშებზე საჭირო მოტივაციასა და მონდომებას აჩვენებს, წინ გამორჩეული მატჩი გველოდება და ვიცით, სასურველი შედეგის მოსაპოვებლად მოედანზე ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.
„კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ქომაგებისთვის დერბი, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და იმედი მაქვს, ტიფოზების გახარებას შევძლებთ.
„საჭირო თვისებები, რომ იუვენტუსის კაპიტანი იყო ? კაპიტანს ყველა თვისება უნდა ჰქონდეს და გუნდის იდენტობას კარგად წარმოაჩენდეს.
„დუგლას ლუისი ? ის ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ვერ დაგვეხმარებიან ნიკო, მილიკი და ბრემერი, აჯიჩის სიტუაციას კი მომდევნო საათებში შევაფასებთ.
„ლოკატელი ? მას რთული მომენტები ჰქონდა, როდესაც არ თამაშობდა, ახლა კი ის მოედანზეა იმიტომ, რომ მან ეს დაიმსახურა. ლოკატელის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს და გუნდში არსებული კონკურენცია მას განვითარებაში კიდევ უფრო დაეხმარება.
„რამდენად კმაყოფილი ვარ გუნდის პროგრესით ? მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია.
„ჩემი მომავალი იუვენტუსში ? მე ამ თემაზე არ ვფიქრობ, მაგრამ იმედი მაქვს, აქ დიდი ხანი დავრჩები.“