TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მბანგულას აგენტი:“ სამუელის იუვენტუსიდან წასვლა არ განიხილება“

იუვენტუსის ტალანტის სამუელ მბანგულას აგენტმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იანვარში მბანგულას შესაძლო ტრანსფერი ? სამუელს იუვენტუსში აქვს ყველაფერი, რაც მას განვითარებისთვის და თავისი შესანიშნავი პოტენციალის წარმოსაჩენად სჭირდება, ამიტომ გთხოვთ, რომ მედიაში უსაფუძვლო ჭორებს ნუ გაავრცელებთ.

„მისი გოლი ბოლონიას კარში ? ვინც სამუელს კარგად იცნობს, იცის, რომ ეს მისი საფირმო დარტყმაა. მბანგულა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, მას წინ დიდი მომავალი აქვს.

„ურთიერთობა მოტასთან ? ვფიქრობ, მოტა თავის საქმეში ძალიან კარგია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ შორის სამუელს ძალიან ეხმარება, მბანგულა კი ყურადღებიანი და კარგი მოსწავლეა, მან იცის, რომ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის და ბევრი მუშაობა მართებს.“