TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზოს 2 მატჩი გაუცდება

როგორც უკვე მოგახსენეთ, ანდრეა კამბიაზოს ტრავმა, რომელიც მან ბოლონიასთან მატჩში მიიღო, სერიოზული არ არის, თუმცა იტალიელს მინიმუმ 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

მირკო ნიკოლინოს ცნობით, კამბიაზო გუნდს მანჩესტერ სიტისთან და ვენეციასთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

ანდრეა სავარაუდოდ იუვენტუსის განკარგულებაში კალიარისთან მატჩში დაბრუნდება.