მაკკენი წლიურად 5 მილიონ ევროს ითხოვს…
უესტონ მაკკენისა და ასტონ ვილას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და იუვენტუსს დუგლას ლუისის გასაფორმებლად ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვა მოუწევს.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ამერიკელი ფეხბურთელი წლიური ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ასტონ ვილას გეგმებში არ შედის.
მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ასტონ ვილას მსგავსად, ის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად გასამრჯელოს 2.5 მილიონიდან 4.5-5 მილიონ ევროს ითხოვს, კრისტიანო ჯუნტოლი კი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.