TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტრავმის მიუხედავად, იუვენტუსი კოსტიჩის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს

ფილიპ კოსტიჩმა ევროპის ჩემპიონატზე მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო, რის გამოც მას დაახლოებით 4-5 კვირა გაუცდება, თუმცა ტურინული გრანდი მის გაყიდვაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

Calciomercato-ს ცნობით, კოსტიჩის მიმართ ინტერესს ჟოზე მოურინიოს ფენერბაჰჩე და ევერტონი იჩენენ, ტრავმის გამო კი იუვენტუსს მისი შედარებით იაფად გაყიდვა მოუწევს.

წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდი სერბი ფეხბურთელის 6-7 მილიონ ევროდ გაყიდვას დათანხმდება.